ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ამასთან, უმნიშვნელოვანესია პაციენტი იყოს დარწმუნებული, რომ იღებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას და მისი ჯანმრთელობა პროფესიონალების ხელშია.
სწორედ ამიტომ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (ლეგიტიმურად) მცხოვრები მოსახლეობისთვის მოქმედებს უნიკალური მექანიზმი: საჭიროების შემთხვევაში, შენ გაქვს საშუალება სრულიად უფასოდ, საქართველოს მოქალაქეობის ფლობის გარეშე, გქონდეს წვდომა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე; ისარგებლო თანამედროვე მედიცინაში არსებული იმ უახლესი მიღწევებითა და მიდგომებით, რომლებმაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში.
ჯანდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველოში შექმნა სამედიცინო მომსახურების უნიკალური მოდელები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში მსოფლიოში უპრეცედენტოდ და გამორჩეულად ითვლება. შედეგად, მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებები და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი იზრუნებს იმაზე, რომ ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ მიიღო ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდიკის სამედიცინო მომსახურება და სერვისები.
ნუ გარისკავ საკუთარი ჯანმრთელობით, რადგან ყველაფერი ჯანმრთელობით იწყება.