ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

მოსარგებლე პირები:

 

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

 

პროგრამის ფარგლები:

 

პროგრამის ფარგლებში, ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის მოსარგებლეს შეუძლია მიიღოს როგორც სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, ისე აუცილებელი (ნარკოლოგიური ტკივილგამაყუჩებელი) მედიკამენტები.

 

ზოგიერთი დაავადების შორს წასული ფორმის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიიღოს ის მედიკამენტები და ზრუნვა, რაც გაათავისუფლებს მას ტკივილისა და დისკომფორტისგან და გააუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს. პალიატიური მზრუნველობის პროგრამა პაციენტს სწორედ ასეთ დახმარებას სთავაზობს.

 

ჰოსპიტალიზებული პაციენტების სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაში ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება რეფერალური დახმარების ბრიგადის მიერ.

 

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება იმ ინკურაბელური პაციენტების უზრუნველყოფა მედიკამენტებით, რომელთაც ექიმის დანიშნულებით ესაჭიროებათ ბინაზე ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. მედიკამენტები მოსარგებლეს გადაეცემა უსასყიდლოდ, თანაგადახდის გარეშე.

 

პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს: 
 

  • საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
  • ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.

 

სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://nha.moh.gov.ge/ge/c/inkurabelur-pacientta-paliatiuri--mzrunveloba       

 

პროგრამის დაფინანსება:

 

ინკუბალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებისთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება საწოლდღის შესაბამისად, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 75 ლარს.  მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს. ამასთან, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენდეს 10% - 20%-ს, ან სრულად დაფინანსდეს.

 

დამატებითი ინფორმაცია - https://nha.moh.gov.ge/ge/c/inkurabelur-pacientta-paliatiuri--mzrunveloba 
 

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება