იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

იშვიათ დაავადებად აღიარებულია ისეთი დაავადება: 


- რომლის სიხშირე პოპულაციაში 2 000 მოსახლეზე 1–ზე ნაკლებია; 
- სიცოცხლისათვის საშიშია და/ან იწვევს შეზღუდული შესაძლებლობების ფორმირებას;
- ახასიათებს ქრონიკული, ხშირად მძიმე მიმდინარეობა; და 
- საჭიროებს მულტიდისციპლინურ მართვას.
 

მოსარგებლე პირები:

 

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. 

 

პროგრამის ფარგლები:

პროგრამის მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

 

პროგრამა მოიცავს იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურებას. პროგრამით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად – ექიმის (მათ შორის სპეციალისტების) კონსულტაციას, იშვიათი დაავადების ამბულატორიული ზედამხედველობისთვის აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებას, რეცეპტებისა და სამედიცინო ცნობების გაცემას.

 

პროგრამა ასევე ითვალისწინებს იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებას, ასევე ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

 

პროგრამით გათვალისწინებულია იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

 

პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს: 
 

  • საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
  • ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.

 

სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://nha.moh.gov.ge/ge/c/ishviati-daavadebis-mqone-da-mudmiv-chanacvlebit-mkurnalobas-daqvemdebarebul-pacientta-mkurnaloba

 

პროგრამის დაფინანსება:

 

იშვიათი და მუდმივი ჩანაცვლების მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტებისთვის პროგრამით განსაზღვრული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
 

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება