მოსარგებლე პირები:
აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა სარეაბილიტაციო მომსახურების ანაზღაურების პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აღნიშნულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა რეაბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სარეაბილიტაციო მკურნალობის კომპონენტი ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის ბავშვების ნერვული სისტემის დაავადებებისა ან/და დაავადების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებული მდგომარეობების სპეციფიურ რეაბილიტაციას, აბილიტაციას, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებმა პირმა/მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს წარუდგინოს, ან სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე (acmi.abkhazia@gmail.com) გადააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა-ფორმა №IV-100/ა;
- აფხაზეთის რეგიონში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- 18 წლამდე ბენეფიციარისთვის - დაბადების მოწმობა, მშობლის ან მეურვის აფხაზეთის რეგიონში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- ასევე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი.
პროგრამის დაფინანსება:
აფხაზეთში რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის აღნიშნული სერვისი მიღება უფასოა და არ ითვალისწინებს თანადაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - (+995) 551 08 09 84