ეკონომიკური საქმიანობა

ცხოვრობ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში? სპეციალურად შენთვის არსებობს უნიკალური ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაძლევს საშუალებას მიიღო კომერციული გრანტი და დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ან განავითარო უკვე არსებული ბიზნესი; მიანიჭო შენს საწარმოს სპეციალური სტატუსი და გათავისუფლდე გადასახადებისგან.


მძიმე სოციალური მდგომარეობა და ამ მხრივ პერსპექტივის ნაკლებობა ხშირად უიმედობის განცდას განაპირობებს.  თუმცა, შენ შეგიძლია თავი დააღწიო ამ მდგომარეობას და გაიუმჯობესო საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. საკმარისია გქონდეს იდეა და სურვილი ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად, რომ მიიღო სათანადო დაფინანსება და სრული მხარდაჭერა მის განსახორციელებლად.


სპეციალურად შენთვის შექმნილი ეკონომიკური შესაძლებლობები გაძლევს უნიკალურ შანსს გაიტანო პროდუქცია სხვადასხვა დიდ ბაზარზე და ჩაერთო თავისუფალ ვაჭრობაში. 


გახსოვდეს, თუ ცხოვრობ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში, ეს ნიშნავს რომ აღნიშნული შესაძლებლობები სწორედ შენთვისაა. გამოიყენე ისინი, დაიწყე და განავითარე ბიზნესი, შექმენი კაპიტალი და გახდი მაგალითი სხვებისთვის.

0

ზე მეტი ერთობლივი ბიზნეს პროექტი

0

მილიონის კომერციული გრანტები