დიაბეტის მართვა

მოსარგებლე პირები:

 

დიაბეტის მართვის პროგრამით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

 

პროგრამის ფარგლები:

 

შაქრიანი დიაბეტის სათანადო მართვისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე მათთვის აუცილებელი მედიკამენტები და სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის კონტროლისთვის აუცილებელი სხვა საშუალებები.

 

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების სახეები:

 

- ამბულატორიული მომსახურება:

 

  • 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებს და 18 წლის ზემოთ პირებს, რომელთაც დიაბეტთან ერთად აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება, პროგრამის ფარგლებში უფასოდ, თანაგადახდის გარეშე მიეწოდებათ - ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი მიკროალბუმინურიაზე, ნევროლოგის კონსულტაცია, გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით, დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების  კვლევა, პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება, ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა.
  • იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს ესაჭიროება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზის კორექცია, შაქრიანი დიაბეტის (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) მქონე  ყველა ასაკის პირისთვის ფინანსდება სპეციალიზებული ამბულატორიული სერვისები - ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, პროგრამის მოსარგებლეების შესაბამისი სამედიცინო განათლება, საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, დამატებით ფინანსდება კონსულტაციები ექიმ-სპეციალისტებთან, კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები.

 

- სტაციონარული მომსახურება:

 

კომის გარეშე მიმდინარე შემთხვევების სტაციონარული მომსახურება უფასოდ, თანაგადახდის გარეშე მიეწოდებათ:
 

  • 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებს; 
  • 18 წლის ზემოთ პირებს, რომელთაც დიაბეტთან ერთად აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.

 

- მედიკამენტებით და საანალიზო მოწყობილობებით უზრუნველყოფა:

 

  • შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის ფინანსდება  ინსულინი და მისი ანალოგები;
  • შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 18 წლის ზემოთ პირებისთვის, რომელთაც დიაბეტთან ერთად აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება, ფინანსდება დიაბეტის უწყვეტი მონიტორინგისა და მართვისთვის საჭირო მედიკამენტები და საანალიზო მოწყობილობები.

 

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთაც პირველად დაუდგინდათ დიაბეტის დიაგნოზი, ზემოხსენებულ სერვისებზე დამატებით, პროგრამა უზრუნველყოფს შემდეგი საშუალებების პირველადად გადაცემას:

 

  • შპრიც-კალმისტრები
  • ინსულინის ნემსები
  • გლუკომეტრი-1 ცალი
  • გლუკაგონი

 

უშაქრო დიაბეტის მქონე პირებისთვის გათვალისწინებულია:

 

  • მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს ესაჭიროება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზის კორექცია, უშაქრო დიაბეტის მქონე  ყველა ასაკის პირისთვის ფინანსდება სპეციალიზებული ამბულატორიული სერვისები - ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა; პროგრამის მოსარგებლეების შესაბამისი სამედიცინო განათლება, საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, დამატებით ფინანსდება კონსულტაციები ექიმ-სპეციალისტებთან, კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები.

 

პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს: 
 

  • საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
  • ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.

 

სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://nha.moh.gov.ge/ge/c/1015 

 

პროგრამის დაფინანსება:

 

პროგრამის უმეტესი კომპონენტი მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია - https://nha.moh.gov.ge/ge/c/1015
 

ჯანდაცვის სერვისები

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება