საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

მოსარგებლე პირები:

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

 

პროგრამის ფარგლები:

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე პირების სამედიცინო მომსახურების ფინანსურ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნული პროგრამით ხარისხიანი ჯანდაცვა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. პროგრამა მოიცავს როგორც გადაუდებელ, ასევე  გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებებს.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება შემდეგი მომსახურებები:

 

  • გეგმური ამბულატორიული სერვისები;
  • გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები;
  • გადაუდებელი სტაციონარული სერვისები;
  • გეგმური ქირურგია, მათ შორის კარდიოქირურგია;
  • ქიმიო, სხივური და ჰორმონოთერაპია;
  • მშობიარობა და საკეისრო კვეთა;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია;
  • ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიურ მომსახურება ქცევითი გამოწვევების ანდა კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე პირებისთვის;
  • გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;
  • კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა;
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • ინფექციური დაავადებების მართვა;
  • ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება.

 

პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს: 

  • საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
  • ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.

 

პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით.

 

პროგრამის დაფინანსება:

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენდეს 10%, 20% ან 30%-ს, ან სრულად დაფინანსდეს.

 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია - https://nha.moh.gov.ge/ge/c/102

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება