დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

მოსარგებლე პირები:

 

დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. 

 

პროგრამის ფარგლები:

 

თირკმელი, როდესაც სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, ინიშნება დიალიზი. მისი მთავარი დანიშნულებაა ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის მოშორება, ხელოვნური გზით. არსებობს დიალიზის ორი სახეობა: ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი.

 

ჰემოდიალიზი მკურნალობის მეთოდია, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატის მეშვეობით ხორციელდება. მას მაშინ მიმართავენ, როდესაც თირკმელები აღარ ფუნქციონირებს და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს ვეღარ გამოდევნის. ჰემოდიალიზი თირკმელებს სრულფასოვნად ვერ ცვლის, მაგრამ მისი წყალობით ადამიანი ასე თუ ისე განაგრძობს ცხოვრებასა და შრომას.

 

პერიტონეალური დიალიზი ტარდება პაციენტის მუცლის ღრუში. პერიტონეული დიალიზის დროს ფილტრის როლს ასრულებს პერიტონეუმი ქსოვილი, რომელიც მუცლის ღრუს ამოჰფენს და მის ორგანოებს ფარავს. პლასტიკური მილი, რომელსაც ეწოდება დიალიზის კათეტერი, ქირურგიულად არის მოთავსებული მუცლის ღრუში. ამის შემდეგ სპეციალური სითხე იშლება მუცლის ღრუში და ირეცხება ნაწლავების გარშემო. დიალიზის ეს ფორმა შეიძლება გაკეთდეს სახლის პირობებში, რითაც თავიდან იქნება აცილებული ჰოსპიტალიზაცია.

 

ჰემოდიალიზის დროს სისხლძარღვოვანი მიდგომის (საჭიროებისამებრ) და პერიტონეული დიალიზის დროს კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაციის (საჭიროებისამებრ) დაფინანსება ხორციელდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს: 
 

  • საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
  • ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.

 

სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://nha.moh.gov.ge/ge/c/dializi-da-tirkmlis-transplantacia     

 

პროგრამის დაფინანსება: 


პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.
 

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება