მოსარგებლე პირები:
ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია მოსახლეობის განათლება და ცნობიერების ამაღლება, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. პროგრამა მოიცავს:
- თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის „ცხელი ხაზის“ (116001) მეშვეობით სატელეფონო კონსულტაციებს, მათ შორის თამბაქოსათვის თავის დანებების ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, ინფორმაციას მედიკამენტოზური მკურნალობის სერვისებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ;
- ფსიქოლოგიურ დახმარებას პროფესიული სერვისის მეშვეობით – სატელეფონო ან დისტანციურ რეჟიმში (კომპონენტი ასევე მოიცავს ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას ორსულებისთვის (ორსულობის 13 კვირამდე).
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს ან
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.
პროგრამის დაფინანსება:
აფხაზეის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აღნიშნული სერვისი მიღება უფასოა და არ ითვალისწინებს თანადაფინანსებას.