მოსარგებლე პირები:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების
სახეებია:
• სათემო ამბულატორიული მომსახურება
• თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება
• ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
• ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა - ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება
• ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური 16-65 წწ ასაკის მოზრდილთათვის
• ფსიქიკური სტაციონარული მომსახურება მოზრდილებისთვის
• ფსიქიკური დარღვევების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.
შესაბამისი დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, პაციენტი იგზავნება აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
პროგრამის დაფინანსება:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები ანაზღაურდება სრულად და არ საჭიროებს მოსარგებლის მხრიდან დამატებით თანაგადახდას.