განათლება

თანამედროვე ეპოქაში ადამიანის კეთილდღეობის და ნათელი მომავლის უმთავრესი განმსაზღვრელი ხდება მისი განათლების ხარისხი. დღეს, ისე როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალი დონის განათლების მიღება.

მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღებით შეიძენ იმ უნიკალურ უნარებს და კომპეტენციას, რაც მოგცემს შანსს დღევანდელ ტურბულენტურ და ცვალებად გარემოში მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება; შეიძინო შესაძლებლობა განასხვავო მცდარი და სწორი ინფორმაცია; შექმნა, დააფასო და შეინარჩუნო მშვიდობა, დაუპირისპირდე ტყუილს და იბრძოლო განვითარებისთვის; ნათლად დაინახო პერსპექტივა, სწორად დაგეგმო შენი მომავალი და აირჩიო მისკენ მიმავალი გზა.


აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (ლეგიტიმურად) მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი განათლების მისაღებად კარი ღიაა. საკმარისია სურვილი და გექნება უნიკალური შესაძლებლობა სრულიად უფასოდ მოემზადო, პრივილეგირებული წესით ჩაირიცხო და ისწავლო ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, თბილისის თუ სხვა ქალაქების საერთაშორისო სტანდარტის, აკრედიტებულ, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ხოლო თუ გაქვს სურვილი კიდევ უფრო აიმაღლო კვალიფიკაცია, სწორედ ეს სასწავლებლებია უმოკლესი გზა იმისათვის, რომ გააგრძელო სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, სამაგისტრო, სადოქტორო თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გზით.

 

შენთვის შექმნილია აფხაზეთისა თუ ცხინვალის რეგიონებში უკვე მიღებული ზოგადი თუ უმაღლესი განათლების აღიარების ნეიტრალური და მარტივი შესაძლებლობები, ასევე საზღვარგარეთ განათლების მიღების დაფინანსების მექანიზმები, რათა გააგრძელო სწავლა და საკუთარი მიზნებისკენ ურყევი სვლა. 

 

იმ შემთხვევაში, თუ გსურს უმოკლეს დროში შეიძინო პროფესია და დასაქმდე, გაქვს შესაძლებლობა შენი ინდივიდუალური ინტერესების, უნარებისა და საჭიროებების მიხედვით აირჩიო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ჩაირიცხო პრივილეგირებული წესით და სრულიად უფასოდ შენი ჰობი შენს პროფესიად აქციო.


გამოიყენე ეს შესაძლებლობა, გადადგი სწორი ნაბიჯი და მიეცი შენს თავს შესაძლებლობა იყო წარმატებული და რეალიზებული. 

0

ჩარიცხული სტუდენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება