მოსარგებლე პირები:
ჰეპატიტის მართვის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამა მოიცავს C და B ჰეპატიტის მართვას:
- დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება
- C და B ჰეპატიტების მკურნალობა (მედიკამენტებით უზრუნველყოფა)
- მკურნალობის პროცესის მონიტორინგი
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://nha.moh.gov.ge/ge/c/c-hepatiti
პროგრამის დაფინანსება:
მკურნალობის მთლიანი კურსი, დიაგნოსტიკიდან მკურნალობის პროცესის ჩათვლით (მედიკამენტები, მონიტორინგის კვლევები), არის სრულიად უფასო.
პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის მედიკამენტებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით.
დამატებითი ინფორმაცია:
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეად"-ის მხარდაჭერით.
2024 წლის აპრილიდან ჰეპატიტების მართვის პროგრამას დაემატა „B ჰეპატიტის მართვის“ კომპონენტი.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია - https://nha.moh.gov.ge/ge/c/c-hepatiti