მოსარგებლე პირები:
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
პროგრამის მიზანია ორსულ ქალთა და ახალშობილთა სამედიცინო მეთვალყურეობა, ეფექტიანი პატრონაჟი და მათი ჯანმრთელობის გართულებების პრევენცია.
პროგრამა უზრუნველყოფს ორსულებისა და ახალშობილებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.
პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებები:
- ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა (მათ შორის ერთი პოსტნატალური ვიზიტი (მშობიარობიდან 0-2 კვირის ვადაზე), რომელიც მოიცავს მეან-გინეკოლოგთან ვიზიტს საჭიროების შესაბამისად);
- ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფა;
- სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში;
- გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა;
- ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა, მუკოვისციდოზზე, გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე;
- ახალშობილთა სმენის დიაგნოსტიკური კვლევა;
- ფარმაცევტული პროდუქტებით (ფოლიუმის მჟავით და რკინის პრეპარატებით) უზრუნველყოფა.
პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის სერვისებით სარგებლობისთვის, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ქალმა ორსულობის 13 კვირის ვადამდე რეგისტრაციისთვის მიმართოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ორსულებს ემსახურება პროგრამის ფარგლებში.
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს. ან
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://nha.moh.gov.ge/ge/c/dedata-da-bavshvta-janmrteloba
პროგრამის დაფინანსება:
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამა სრულიად უფასოა და არ ითვალისწინებს პაციენტის მხრიდან თანაგადახდას.