მოსარგებლე პირები:
ტუბერკულოზის მართვის პროგრამით სარგებლობა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
ტუბერკულოზის მართვის პროგრამა ითვალისწინებს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს და ასევე სამკურნალო მედიკამენტებს მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც ამბოლატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გამოკვლევებიდან, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი გამოკვლევაა საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში. თუ ამ გამოკვლევების შემდეგ ტუბერკულოზის შემთხვევა დადასტურდა, პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს ფტიზიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პაციენტი, ოჯახის ექიმის მიმართვით ან თავად (თვითდინებით) შეიძლება მივიდეს პროგრამაში მონაწილე დაწესებულებაში. საწყისი ვიზიტის შემდეგ ფტიზიატრი ურჩევს ჭირდება თუ არა ჰოსპიტალური მკურნალობა.
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს
სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას:
პროგრამის დაფინანსება:
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
მკურნალობისთვის პაციენტს უფასოდ გადაეცემა მედიკამენტები, რომელიც უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობით და ამისთვის მიმართოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი აღრიცხვაზე აყვანა, ან გამოიყენოს ვიდეო მეთვალყურეობის პრინციპი, ექიმთან შეთანხმებით.
პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ რეჟიმში მყოფი პაციენტისთვის, განკუთვნილია ფულადი წახალისება მედიკამენტების რეგულარულად მიღებისათვის. ფულადი წახალისების გაცემა ხორციელდება პაციენტის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომელიც გახსნილი უნდა იყოს საქართველოს რომელიმე ბანკში.
ტუბერკულოზის შემთხვევების მკურნალობა წარმატებით არის შესაძლებელი ამბულატორიულ პირობებში, მთავარია მედიკამენტების მიღების რეჟიმის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსდება ტუბერკულოზთან დაკავშირებული ქირურგიული მკურნალობაც და რთული გამოკვლევებიც.