რეფერალური მომსახურების პროგრამა

მოსარგებლე პირები:


რეფერალური მომსახურების პროგრამით სარგებლობა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

პროგრამით სარგებლობის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა ხდება:
 

  • აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (მხოლოდ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები პირის მიერ); ან 
  • ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებით ადმინისტრაციაში  (მხოლოდ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირის მიერ); ან
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში (როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირის მიერ).

 

შემდეგი აუცილებელი დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე მატერიალურად თავად პაციენტის, ან მისი წარმომადგენლის მიერ:

 

  • ფორმა №IV-100/ა;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა (დაწვრილებითი  კალკულაციით) და მოთხოვნის ნომერი ;
  • ნებისმიერი სახის ხელთ არსებული, მათ შორის ე.წ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განცხადება აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის / სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან სახელმწიფო მინისტრის სახელზე (შესაბამისი სამედიცინო საჭიროების აღწერით); განმცხადებლის ხელმოწერით და განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

 

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება:

 

სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  რეფერალური  კომისია.

კომისია ხელმძღვანელობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშუამდგომლო წერილით,  რასაც თან ერთვის შესაბამისი ზემოხსენებული უწყების შუამდგომლობები და პაციენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. 

კომისია განიხილავს განმცხადებლის დაფინანსების შესაძლებლობას მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებს განმცხადებელს (მოკლე ტექსტური შეტყობინებით).

პაციენტებს წამყვან კლინიკებში სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ დაფინანსების  დადგენილი წლიური ლიმიტის (15 000 ლარი) ფარგლებში.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ცხინვალის რეგიონიდან გადმოსული პაციენტების და მათი თანმხლები პირების ტრანსპორტით და უსასყიდლო საცხოვრებლით უზრუნველყოფას. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: (+99532) 2931745
- აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: (+995) 591634226
- ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია: (+995) 595958112
- ა(ა) იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის რეფერალური სამსახურის ცხელი ხაზი: (+99532) 192278
 

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება