მოსარგებლე პირები:
აივ-ინფექციის/შიდსის მართვის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
აივ-ინფექციის/შიდსის მართვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო (ანტირეტროვირუსული) მედიკამენტები.
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას:
პროგრამის დაფინანსება:
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება არის სრულიად უფასო და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.