ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა

მოსარგებლე პირები:

 

ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

პროგრამის ფარგლები:

ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა მოიცავს სტაციონარულ დეტოქსიკაციას და პირველად რეაბილიტაციას, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მომსახურებას, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

 

პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:

პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს: 

  • საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
  • ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.

"სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას https://nha.moh.gov.ge/ge/c/narkomaniit-daavadebul-pacientta-mkurnaloba.

 

პროგრამის დაფინანსება:

„სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში, ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მომსახურება სრულად ფინანსდება.

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდება ასევე პროგრამის მოსარგებლეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხორციელდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე).

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ფარგლებში, მოსარგებლის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 10%-ს.

 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია - https://nha.moh.gov.ge/ge/c/narkomaniit-daavadebul-pacientta-mkurnaloba 
 

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება