იმუნიზაცია

მოსარგებლე პირები:

 

იმუნიზაციის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. 

 

პროგრამის ფარგლები:

 

იმუნიზაცია ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას. პროგრამა მოიცავს ეროვნული გეგმური კალენდრით გათვალისწინებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და მიზნობრივი ჯგუფების იმუნიზაციას, კერძოდ:

 

  • ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას (ბცჟ)
  • B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას (B ჰეპატიტი)
  • დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, პოლიომიელიტი (ინაქტივირებული), B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას (ჰექსა)
  • დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსის საწინააღმდეგო რევაქცინაციას (დყტ, დტ, ტდ)
  • დიფთერია - ყივანახველა (არაუჯრედული) - ტეტანუსი/ინაქტივირებული პოლიომიელიტი (დაყტ/პ) ვაქცინას
  • პოლიომიელიტის საწინააღმდეგო რევაქცინაციას (ორალური ვაქცინა, ოპვ)
  • წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციას (წწყ)
  • პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას (პნევმო)
  • როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას (ორალური ვაქცინა, როტა)
  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას (აპვ)

 

მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია მოიცავს:

 

  • B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიკუთვნებული პირებისათვის (დიალიზზე მყოფი პირები, ჰემოფილიით დაავადებული პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მსმ პირები, აივინფექციით/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტები, B ჰეპატიტით ინფიცირებული პირის ოჯახის წევრები, B ჰეპატიტის ინფექციის წყაროსთან ექსპოზიციის მქონე პირი, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ სერვისებში ჩართული პირები ზედაპირული ანტიგენის და ანტისხეულზე ტესტირების უარყოფითი შედეგით);
  • პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ქრონიკული დაავადებების (ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, დიაბეტი, ფქოდი, ასთმა და სუნთქვის უკმარისობის სხვა ფორმები) მქონე 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისა და ასევე, მუკოვისციდოზით დაავადებული პირებისათვის (მიუხედავად ასაკისა);
  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „გაწმენდის“ რაუნდების ჩატარებას 13 – 45 წლის ქალთა ასაკობრივ ჯგუფებში;
  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას 10 − 26 წლის ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში.

 

პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს: 
 

  • საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
  • ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.

 

სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: https://moh.gov.ge/docs/20231207121021-5.pdf      

პროგრამის დაფინანსება: 


პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.
 

ჯანდაცვის სერვისები

0

მიღებული პაციენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება