სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს:
- პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტი;
- პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
- პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტი;
- პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტი.
დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, მშობლის/მშობლების მონაცემების დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. ქორწინების ან/და განქორწინების ფაქტის დამადასტურებელი აქტი/დოკუმენტი.
მომსახურების ვადა და საფასური
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს 1 თვით.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა უფასოა.