ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნოპარკი სთავაზობს წვდომას უახლეს ტექნოლოგიებზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.
ტექნოპარკი ხელმისაწვდომია:
9 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, ახმეტა, გურჯაანი და თელავი.
ტექნოპარკში ხელმისაწვდომია:
- ექსპერტული დახმარება იდეის დამუშავებაში, პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებაში;
- საერთო სამუშაო სივრცე სტარტაპებისა და ე.წ “ფრილანსერებისათვის”;
- სატრენინგო და საკონფერენციო სივრცე;
- უახლესი დანადგარებით (3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი, CNC პროგრამირებადი რუტერი, 3D სკანერი, ელექტრონიკისა და რობოტიკის კომლექტები და სხვა) აღჭურვილი სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია - ფაბლაბი;
- ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა ტრენინგი, სასწავლო კურსი და პროგრამა, ინოვაციური მეწარმეობის, ICT/STEAM უნარების და Hardware ინჟინერიის მიმართულებით.
დაინტერესებული პირებისთვის პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე: https://gita.gov.ge/programs; https://doit.gov.ge/