მიიღე ბიზნეს რჩევები და განავითარე უნარ-ჩვევები

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირებს, შესაძლებლობა აქვთ განავითარონ არსებული მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნესი და ამ მიზნით მიმართონ „აწარმოე საქართველოში“ რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებს, სადაც მიიღებენ პროფესიონალურ კონსულტაციას, საჭირო ინფორმაციას და აიმაღლებენ ბიზნეს უნარ-ჩვევებს, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. 

 

საკონსულტაციო ცენტრები ხელმისაწვდომია 4 ქალაქში: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი და თელავი. 

 

საკონსულტაციო ცენტრებში ხელმისაწვდომია:

 

სიღრმისეულიბიზნეს-დიაგნოსტიკა და ბიზნესის საჭიროებების დადგენა;

 

შესაბამისსაკონსულტაციო მომსახურების მიღება შემდეგი მიმართულებებით:

  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • საგადასახადო საკითხები
  • იურიდიული საკითხები
  • ფინანსები და ბუღალტერია
  • ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა
  • გაციფრულება

 

საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობისთვის გათვალისწინებულია 90%-მდე თანადაფინანსება. მომსახურებით სარგებლობის ეტაპები და პირობები იხილეთ ვებ-გვერდზე:  (https://growthhub.gov.ge/ka  > ბიზნესის მხარდაჭერა > საკონსულტაციო მომსახურება)

 

ბიზნეს უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, მათ შორის შემდეგ ღონისძიებებში ჩართვით: 

  • ტრენინგები - 2-7 დღის ხანგრძლივობის კომპლექსური სწავლება შერჩეულ თემაზე;
  • სამუშაო შეხვედრები (Workshop) – 2-7 საათის ხანგრძლივობის პრაქტიკული აქტივობები და სწავლება;
  • სასწავლო პროგრამები - უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით შემუშავებული გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა;
  • ბიზნეს შეხვედრები - სექტორული შეხვედრები, რომელიც ემსახურება გამოცდილების გაზიარებას და ბიზნესის წრეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას;
  • მენტორული სესიები - სხვადასხვა დონის გამოცდილების მქონე მეწარმეთა შორის (მათ შორის მოწყვლად ჯგუფებში, როგორიცაა ქალები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები და ა.შ) გამოცდილების გაზიარება.

 

ბიზნეს-უნარების განვითარების აქტივობებში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში. ღონისძიებებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია. მომსახურებით სარგებლობის ეტაპები და პირობები იხილეთ ვებ-გვერდზე: ( https://growthhub.gov.ge/ka  > ბიზნესის მხარდაჭერა > ბიზნეს უნარების გაუმჯობესება )

 

ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება:

 

  • მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ;
  • ბიზნეს სფეროს სიახლეებისა თუ არსებული სექტორული კვლევების თაობაზე.

 

მომსახურებით სარგებლობის ეტაპები და პირობები იხილეთ ვებ-გვერდზე: ( https://growthhub.gov.ge/ka  > ბიზნესის მხარდაჭერა > ინფორმაციით უზრუნველყოფა )

img
  • svg
    აქციე იდეა ან ინიციატივა შემოსავლის წყაროდ
  • svg
    შეავსე განაცხადი და მოიპოვე დაფინანსება შენი იდეის გასახოციელებლად
  • svg
    შეიძინე ბიზნეს პარტნიორები და განავითარე ბიზნესი
img
  • svg
    გათავისუფლდი საშემოსავლო გადასახადებისგან
  • svg
    გაათავისუფლე საწარმო მოგების გადასახადისგან
  • svg
    გათავისუფლდი დამატებითი ღირებულების (დღგ) გადასახადისგან
0

ზე მეტი ერთობლივი ბიზნეს პროექტი

0

მილიონის კომერციული გრანტები