აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებისა და უნივერსიტეტებში სწავლის სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების არაერთი შესაძლებლობა:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვა
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებში) ჩარიცხვა ხორციელდება თავად მის მიერ არჩეული რომელიმე შემდეგი გზით:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე (უგამოცდოდ) ჩარიცხვა
- სკოლისშემდგომი (განათლებისთვის) მომზადების პროგრამის გავლის შედეგად (უგამოცდოდ) ჩარიცხვა
- ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხვა
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ე.წ. 1+4 პროგრამის) გავლის შედეგად ჩარიცხვა
- საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე (უგამოცდოდ) ჩარიცხვა
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებში) ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ პროგრამაზე.
ამ მიზნით, საჭიროა აფხაზეთის რეგიონიდან აბიტურიენტის რეგისტრაცია ვებ-გვერდზე https://www.meca.gov.ge, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან - ვებ-გვერდზე https://soa.gov.ge/. რეგისტრაცია ცხადდება ყოველი წლის პირველ აგვისტოს და გრძელდება იმავე წლის 5 სექტემბრამდე.
საქართველოს უნივერსიტეტებში ჩასარიცხად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან
- რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი; ან
- ნეიტრალური პირადობის მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
აღნიშნული შესაძლებლობა შეუძლიათ გამოიყენონ აბიტურიენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს (საშუალო სკოლა დაამთავრეს) აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში).
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია .
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან უგამოცდოდ (ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე) ჩარიცხული სტუდენტი უზრუნველყოფილია სასწავლო გრანტით .
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ვებგვერდი 1 ან ვებგვერდი 2
საკონტაქტო ინფორმაცია:
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცხელი ხაზი (+99532) 2950752
ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახური: (+995) 595958052
2. სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სკოლის დასრულების მიუხედავად, საჭიროდ/სასურველად მიიჩნევენ დამატებით მომზადებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტში) სწავლის წარმატებით გაგრძელების და ახალ გარემოში უკეთ ადაპტირების მიზნით, შეუძლიათ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით.
პროგრამის ფარგლები:
აბიტურიენტები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში საშუალო სკოლის დასრულების (სრული ზოგადი განათლების მიღების) შემდგომ, უნივერსიტეტში (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე) ჩარიცხვამდე, გაივლიან ერთწლიანი ინტენსიური მომზადების სასწავლო კურსს სსიპ - შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სასწავლო კურსის ფარგლებში ხორციელდება აბიტურიენტის მომზადება სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო საგნებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე გაუმჯობესდება მათი უცხო ენის ცოდნის ხარისხი.
პროგრამის დასრულების შემდგომ მოხდება სწავლის შედეგების ათვისების დადასტურება (მარტივი შიდა ტესტის საფუძველზე), რის შედეგადაც აბიტურიენტი უგამოცდოდ (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე) ირიცხება უნივერსიტეტებში საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათი სურვილისამებრ.
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება; ამასთან, გათვალისწინებულია ყოველთვიური სტიპენდია და საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში).
პროგრამაზე ჩარიცხვა:
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ.
ამ მიზნით, საჭიროა აფხაზეთის რეგიონიდან აბიტურიენტის რეგისტრაცია ვებ-გვერდზე https://www.meca.gov.ge, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან - ვებ-გვერდზე https://soa.gov.ge/. რეგისტრაცია ცხადდება ყოველი წლის პირველ აგვისტოს და გრძელდება იმავე წლის 5 სექტემბრამდე.
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან
- რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი; ან
- ნეიტრალური პირადობის მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
აღნიშნული შესაძლებლობა შეუძლიათ გამოიყენონ აბიტურიენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს (საშუალო სკოლა დაამთავრეს) აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში).
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://www.abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-EDUCATION-AND-CULTURE
საკონტაქტო ინფორმაცია:
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცხელი ხაზი (+99532) 2950752
ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახური: (+995) 595958200
3. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ან/და საჭიროდ თვლიან უნივერსიტეტში ჩაირიცხონ გამოცდების საფუძველზე, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
ამ მიზნით, საჭიროა აბიტურიენტის რეგისტრაცია სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად გამოცხადებულ სარეგისტრაციო ვადებში ვებ-გვერდზე https://online.naec.ge.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან
- რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი; ან
- ნეიტრალური პირადობის მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
აბიტურიენტებმა, რომლებმაც საშუალო სკოლა დაამთავრეს (სრული ზოგადი განათლება მიიღეს) აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია.
აბიტურიენტს, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონებში და სურს ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით გახდეს სტუდენტი, უფლება აქვს გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბაროს რუსულ ენაზე. ამ მოთხოვნით მან დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (www.naec.ge).
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტებმა შეიძლება მოიპოვონ სასწავლო გრანტი, სრული ან ნაწილობრივი ოდენობით . იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს, ან ნაწილობრივ მოიპოვებს სასწავლო გრანტს, სტუდენტს შეუძლია განცხადება წარადგინოს ელექტრონულად, ვებ-გვერდზე: http://socreg.mes.gov.ge/ და ითხოვოს სოციალური (სასწავლო) გრანტის მიღება. (სოციალური (სასწავლო) გრანტის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე - https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo).
აფხაზეთის რეგიონიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ერთი სტუდენტი მიიღებს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიას, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან საუკეთესო შედეგების მქონე ერთი სტუდენტი - კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიას. ამისთვის, აუცილებელია სტუდენტი რეგისტრირებული იყოს ვებ-გვერდზე: http://socreg.mes.gov.ge/.
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სასწავლო გრანტთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია: სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის - (+99532) 2473333
4. ქართულ ენაში მომზადების პროგრამა (ე.წ. 1+4 პროგრამა)
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სათანადოდ არ ფლობენ ქართულ ენას, მოქმედებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე უნივერსიტეტში გამარტივებული წესით ჩარიცხვის სპეციალური - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ე.წ. 1+4 პროგრამა.
პროგრამის ფარგლები:
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (ე.წ. 1+4 პროგრამაზე) ჩარიცხვისთვის აუცილებელია მხოლოდ ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტი მოიპოვებს სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას , ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფილია ქართულ ენის ინტენსიური შესწავლა, რის შემდეგაც სწავლის გაგრძელება შესაძლებელია იმავე უნივერსიტეტში, სტუდენტისთვის სასურველ ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ე.წ. 1+4 პროგრამის საფუძველზე უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტს უგრძელდება დაფინანსება სასწავლო გრანტით.
პროგრამაზე ჩარიცხვა:
ე.წ. 1+4 პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭიროა მხოლოდ აბიტურიენტის რეგისტრაცია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ (www.naec.ge) ყოველწლიურად გამოცხადებულ სარეგისტრაციო ვადებში.
ე.წ. 1+4 პროგრამაზე რეგისტრაციისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან
- რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი; ან
- ნეიტრალური პირადობის მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
აბიტურიენტებმა, რომლებმაც საშუალო სკოლა დაამთავრეს (სრული ზოგადი განათლება მიიღეს) აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - ვებგვერდი
საკონტაქტო ინფორმაცია: ცხელი ხაზი - (+99532) 2473333
5. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება
სტუდენტებისთვის, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ, ან იღებდნენ, აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში და სურთ სწავლა გააგრძელონ უნივერსიტეტში საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, აქვთ უნიკალური შესაძლებლობა განახორციელონ მობილობა - გადმოვიდნენ და უგამოცდოდ (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე) სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსდნენ სასწავლო გრანტით და მიიღონ ხარისხიანი განათლება.
ამისათვის საჭიროა სტუდენტმა მიმართოს მობილობისთვის შერჩეულ უნივერსიტეტს და მიიღოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში მიღებული განათლების ამ უნივერსიტეტის შერჩეულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა.
აღნიშნულ დასკვნას სტუდენტი წარუდგენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (www.eqe.ge; (+995 32) 2022121), რათა მოხდეს მის მიერ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში უკვე მიღებული განათლების აღიარება.
სწავლის დაფინანსების (სასწავლო გრანტის) მოპოვების მიზნით სტუდენტმა დადგენილ ვადებში უნდა მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (https://mes.gov.ge/content.php?id=12953&lang=geo (+995 32) 2 200 220).
____________________________________________
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შედეგად შესაძლებელია:
- სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში;
- საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტის მიღება, იმისთვის, რომ განხორციელდეს:
- საერთაშორისო გაცვლით/საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა;
- მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩარიცხვა;
- სასურველ პროფესიაზე დასაქმება მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
აღიარების წესი:
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი (www.eqe.ge).
ამ მიზნით, საჭიროა:
- განცხადების წარდგენა ელექტრონული ფორმით, პირადად ან აფხაზეთის / ცხინვალის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ქართულ ან აფხაზურ ენაზე ; განცხადების ფორმები ხელმისაწვდომია ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/225/okupirebul-teritoriaze-mighebuli-umaghlesi-ganatlebis-aghiareba
- განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
- ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემები იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე (ამგვარი შესაძლოა იყოს ადგილზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია);
- შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა , რომლითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირის მიერ აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში მიღებული განათლება შესაბამისობაშია შერჩეული უნივერსიტეტის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამასთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - www.eqe.ge
https://eqe.ge/ka/page/static/225/okupirebul-teritoriaze-mighebuli-umaghlesi-ganatlebis-aghiareba
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2022121