არაფორმალური განათლება

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ახალგაზრდულ ბანაკებს (ანაკლიისა და შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემატურ ახალგაზრდულ ბანაკებს), რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, 14-29 წლის ახალგაზრდებს. ბანაკებში მოხვედრისთვის სპეციალური კვოტები გათვალისწინებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ ნომინირებული პირებისთვის.

 

გარდა ამისა, სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო ყოველწლიურად აცხადებს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით საგრანტო კონკურსებს.

 

2026 წელს ახალგაზრდული ინიციატივებისა (საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის) და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისთვის გამოცხადებულ კონკურსებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მშვიდობის მშენებლობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება.

 

,,ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ - კონკურსის საერთო ბიუჯეტი: 1 200 000 ლარი. ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი: 100 000 ლარი.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://youthagency.gov.ge/sagranto-konkursebi/akhalgazrduli-organizaciebi/

 

,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - კონკურსის საერთო ბიუჯეტი: 180 000 ლარი. ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი: 15 000 ლარი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://youthagency.gov.ge/sagranto-konkursebi/akhalgazrduli-iniciativebi/

 

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო მთელი წლის განმავლობაში, ასევე, ახორციელებს "ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამას", რომლის ფარგლებშიც  დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://youthagency.gov.ge/

https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/?locale=ka_GE

https://www.facebook.com/youthpanorama11/#

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო:  032 230 51 65; ელ. ფოსტა: info@youthagency.gov.ge

 

0

ჩარიცხული სტუდენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება