სამეცნიერო საქმიანობა

სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი სხვადასხვა თემატიკის 30-მდე ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ სამეცნიერო საგრანტო კონკურსსა და პროგრამას უწევს ადმინისტრირებას საქართველოში გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებისა და მობილობის, მეცნიერების პოპულარიზაციის, სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების საშუალებით.

 

აღნიშნული კონკურსების პირობებთან შესაბამის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ, სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ ზემოთ დასახელებულ კონკურსებში, არამედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში, რომელსაც სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი უწევს ადმინისტრირებას.

 

ამ კონკურსში წარდგენილ პროექტში, ძირითადი პერსონალის სტატუსით, შესაძლებელია ჩართული იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე/პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე მეცნიერი. კონკურსის მიზანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან; ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა-ანალიზი; კვლევის შედეგების გავრცელება, სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება; კვლევის პროცესის ინტეგრაცია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდა; ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

 

ყოველწლიურად გამოცხადებული კონკურსისა და მისი პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ -https://shorturl.at/we6aR


Horizon Europe - ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა. 2021 წელს პროგრამასთან ასოცირების შედეგად, საქართველო უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მის სხვადასხვა სფეროებსა და საგრანტო კონკურსებში.

 

Horizon Europe პროგრამა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას უქმნის საქართველოს უნივერსიტეტებს კვლევითი და სამეცნიერო თანამშრომლობა დაამყარონ ევროპულ უნივერსიტეტებთან და განახორციელონ კვლევითი პროექტები, მეორე მხრივ კი ითვალისწინებს კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი მკვლევარების (დოქტორანტების, პოსტდოქტორანტების) სხვადასხვა შესაძლებლობებს, დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

 

პროგრამის მონაწილეების ხელშესაწყობად ფუნქციონირებს "ჰორიზონტი ევროპის" ეროვნული ოფისი, რომლის მიზანია საქართველოდან აპლიკანტთა ჩართულობის ხელშეწყობა, ტექნიკური დახმარების, მათ შორის თემატური ტრენინგებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - http://horizoneurope.org.ge
საკონტაქტო ინფორმაცია - horizoneurope@mes.gov.ge
 

0

ჩარიცხული სტუდენტი

0

მლნ. ლარზე მეტი დაფინანსება